შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი გასულ სეზონში "ვალენსიას" თავკაცი იყო.
აქვე გეტყვით, რომ მოსკოველთა გუნდის ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს ტრავმა აღარ აწუხებს და გუნდის საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს.
"ძალიან კარგი ბაზა გვაქვს და ვარჯიშისთვის ყველა პირობაა. პირველი შეკრება მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმობა. ფეხბურთელებმა სასურველ ფორმას უნდა მიაღწიონ. ასევე, ბევრი მუშაობა გვექნება ბურთთან.
საერთოდ, სათამაშო სქემას 4-2-3-1-ს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა ეს სქემა შესაძლოა შეიცვალოს მეტოქიდან გამომდინარე.
საერთო ჯამში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არის რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი და ასევე არიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებიც", - თქვა ემერიმ.