მხარეები 2-წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 3 წლის წინ "ნანტიდან" წასვლის შემდეგ სპეციალისტი უმუშევარი გახლდათ. ის ლიგა 1-ში "სენტ ეტიენს", "ტულუზსა" და "ბორდოსაც" წვრთნიდა.
ჟირონდელებთან ერთად, 1999 წელს მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
"დიახ, ელი ბოპი ჩვენი ახალი დამრიგებელია. ახლა ის კრანს-მონტანში გაემგზავრება, სადაც ფეხბურთელები წინა კვირის მერე შეკრებაზე იმყოფებიან. საზოგადოების წინაშე მისი წარდგენა ოთხშაბათს, 11 ივლისს მოხდება," - განაცხადა "მარსელის" წარმომადგენელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"