ფიფას რევოლუციური გადაწყვეტილება: კარის აღებას ტექნიკა დაადგენს

AutoSharing Option
ვიდეო
5 ივლისს ციურიხში გაიმართა ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სპეციალური სხდომა, სადაც ფუნქციონერებმა ფეხბურთში კარის აღების დამდგენი სისტემა GLT (goal-line technology)-ის დანერგვას მხარი დაუჭირეს.

შედეგად, ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ გააცხადა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოხდება, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში, იაპონიაში გაიმართება.

კარის აღების დამდგენი სისტემის საქმეში გამოცდაზე საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს. ფიფასთვის ბოლო წვეთი კი, როგორც ჩანს, ევრო 2012-ზე უკრაინა-ინგლისის მატჩში არჩათვლილი გოლი აღმოჩნდა.

კარის აღების დამდგენი სისტემის ტესტირება 2010 წლიდან დაიწყეს. მისადმი მთავარი მოთხოვნა,
სხვადასხვა პირობებში - როგორც ნატურალურ, ისე სინთეტიკურ გაზონზე, თოვლში, ჭექა-ქუხილსა თუ წვიმაში, გოლის უშეცდომოდ და მომენტალურად დაფიქსირება იყო.

კონკურსის შემდეგად იმპროვიზირებულ ფინალურ სტადიაზე ბრიტანულმა ტენქოლოგია Hawk-Eye-მა და დანიელებისა და გერმანელების მიერ ერთობლივად შექმნილმა GoalRef-მა გააღწია.

გადაწყდა, რომ იაპონიაში, ფიფას საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, ტექნოლოგიას ჯერ ბრაზილიაში კონფედერაციის თასზე, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც გამოიყენებენ.

სხვათა შორის, ფიფამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტურნირში სისტემის მონტაჟის ხარჯების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო. თითო სისტემის დაყენება არცთუ იაფი ღირს - მეოთხედ მილიონ დოლარამდე ჯდება.

ასევე იხილეთ:
ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება
მიშელ პლატინი: ფიფა ისტორიულ შეცდომას უშვებს
ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული