რეინჯერსმა გრანიტი გატეხა

AutoSharing Option
შოტლანდია. პრემიერლიგა. VI ტური

სქოთთა პრემიერლიგაში, რასაკვირველია, უმთავრეს ყურადღებას "სელტიკისა" და "რეინჯერსის" გამოსვლა იწვევს. "სელტიკმა" შაბათს ითამაშა, "ჰიბერნიანს" მოუგო 2:1. ეს შეხვედრა მიმომხილველებმა სხარტად ასე დაახასიათეს: გლაზგოს გუნდმა შავმუშური სტილით მოიგოო. ანგარიში "ჰიბსის" ყოფილმა ფეხბურთელმა სკოტ ბრაუნმა მეხუთე წუთზევე გახსნა. მან, დაახლოებით საჯარიმოს კიდიდან დაარტყა ოსტატურად. ამის შემდეგ უსახური შეხვედრა ცოტათი მეორე ტაიმის დასაწყისში, ათწუთიან მონაკვეთში გასულმა ორმა გოლმა გაახალისა – ჯერ გლენ ლუვენსის თავურმა კიდევ უფრო დააწინაურა "სელტიკი", შემდეგ კი დერეკ რიორდანმა ტექნიკურად "ჩააგდო" ბურთი მასპინძელთა კარში. გლაზგოს გუნდში
მოთამაშე მექსიკელმა ეფრეინ ხუარემა ძალსაც გაარტყა ბურთი.

"რეინჯერსის" თამაში კი, პირიქით, ძალიან დრამატული გამოვიდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ "აბერდინი" თავიდან 2:0-ს იგებდა და ჩემპიონმა ამის მერეღა გაუტანა სამი გოლი. ამას კიდევ დაამატეთ, რომ ორი გოლი გუნდის თავდასხმის ლიდერმა კენი მილერმა გაიტანა...

ამრიგად, ეს გახლდათ "გრანიტის ქალაქში" (ასე ეძახიან აბერდინს) "რეინჯერსის" პირველი გამარჯვება ბოლო სამ წელიწადში ანუ მას მერე, რაც გუნდი ხელახლა ჩაიბარა უოლტერ სმიტმა და ამ გამარჯვების წყალობით, გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ჩემპიონი კვლავ საჩემპიონო ადგილზეა.

სელტიკი-ჰიბერნიანი 2:1
1:0 ბრაუნი (5), 2:0 ლუვენსი (51), 2:1 რიორდანი (54)
დანდი-სენტ ჯონსტონი 1:0
1:0 გუდვილი (61)
ჰემილტონი-კილმარნოკი 2:2
1:0 პაიშაო (15), 2:0 ჰასელბაინკი (38), 2:1 ჰემილი (83-პენ), 2:2 სემონი (89)
ჰართსი-მოზერუელი 0:2
0:1 ბლექმენი (58), 0:2 სატონი (70)
სენტ მირენი-ინვერნესი 1:2
0:1 ოდჰიამბო (45), 0:2 ოდჰიამბო (50), 1:2 მაკგოვანი
აბერდინი-რეინჯერსი
1:0 ვერნონი (10), 2:0 მეგუაირი (30), 2:1 მილერი (34-პენ), 2:2 მილერი (52), 2:3 ჟელავიჩი (67)

1. რეინჯერსი 6 6 0 0 16-5 18
2. სელტიკი 6 6 0 0 13-2 18
3. მოზერუელი 6 3 1 2 8-5 10
4. ჰართსი 6 2 2 2 9-8 8
5. დანდი 6 2 2 2 6-11 8
6. აბერდინი 6 2 1 3 9-8 7
7. ინვერნესი 6 6 2 1 3 8-7 7
8. კილმარნოკი 6 2 1 3 7-8 7
9. ჰიბერნიანი 6 1 2 3 6-10 5
10. ჰემილტონი 6 1 2 3 5-13 5
11. სტ. ჯონსტონი 6 1 1 4 4-8 4
12. სტ. მირენი 6 1 1 4 5-11 4

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული