სლოვაკურ ფეხბურთს ახალი შეფი ჰყავს

AutoSharing Option
სლოვაკეთის საფეხბურთო კავშირის ახალ პრეზიდენტად იან კოვაჩიკი აირჩიეს. 47 წლის ბიზნესმენი ამ ზაფხულს საქართველოს სტუმრობდა, კერძოდ კი ზესტაფონს, სადაც საქართველოს თასის მფლობელმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბანსკა-ბისტრიცას "დუკლას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. რა საერთო აქვს კოვაჩიკს "დუკლასთან"? კოვაჩიკი ამ კლუბის პრეზიდენტია და ქვეყნის საფეხბურთო კავშირის არჩევნებზე სწორედ "დუკლას" მიერ იყო წარდგენილი. კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იან კოვაჩიკმა ამომრჩეველთა ხმების დიდი უმრავლესობა მიიღო და თავის ერთადერთ კონკურენტს, სლოვაკეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ დუშან გალისს დიდი უპირატესობით აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული