დანი გუისა: რუსეთი საცხოვრებლად საშინელი ადგილია

AutoSharing Option

როგორც ცნობილია, გასულ ზაფხულში ყაზანის "რუბინი" ევროპის ჩემპიონის, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდის დანიელ გუისას შეძენას ცდილობდა და მიზნის მიღწევასთანაც ძალზე ახლოს იყო, მაგრამ რუსულ ჩემპიონატში გადაბარგება თავად ესპანელმა არ ისურვა.

"პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა "ფენერის" პრეზიდენტს "რუბინში" გადასვლაზე უარი ვუთხარი. კონტრაქტი "ფენერბაჰჩესთან" გავაფორმე და სულაც არ ვაპირებ იქ გადასვლას, სადაც კლუბს მოესურვება. სწორედ ეს ვუთხარი სტამბოლური კლუბის შეფს. მთელი ზაფხულის განმავლობაში "ერკულესი" მათთან გადასვლას მეხვეწებოდა და "რუბინის" გამო არ გამიშვეს. არადა ესპანეთში დაბრუნება გულით მსურდა. "ფენერბაჰჩეში" მოხვედრამ მსოფლიოს ჩემპიონატი გამომატოვებინა. საერთოდაც, ვფიქრობ,

რუსეთი საცხოვრებლად საშინელი ადგილია, იქ ცივა. მე კი ესპანეთი მომენატრა", - თქვა დანი გუისამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული