ჯენარო გატუზო: ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ მითქვამს

AutoSharing Option
იტალიელმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ, რომელიც მაისში "მილანიდან" წავიდა, შემდეგ კი შვეიცარიულ "სიონთან" გააფორმა კონტრაქტი, განაცხადა, რომ თავისი კლუბისთვის ჩემპიონობის მოსაპოვებლად საბრძოლველად მზადაა.

"აქ ყოველთვის მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობდნენ და შესაძლოა, კიდევ უფრო უკეთესიც ყოფილიყო, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს რომ შინ ეთამაშათ და არა საზღვარგარეთ. ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ მითქვამს და მინდა, ეს ყველას დავუმტკიცო. აქ იმისთვის ვარ, რომ "ბაზელი" დავამარცხო", - განაცხადა 34 წლის იტალიელმა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიჯიიიი ხარრრ.. რინოოოო ♥♥♥♥♥♥♥
tuxa
22:04 14-07-2012
0

სიახლეები პოპულარული