დუნგა Golden Foot-ს მიიღებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს 1994 ჩემპიონი კარლოს დუნგა საერთაშორისო პრემია Golden Foot-ს მიიღებს, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ორ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემა. 46 წლის დუნგას ნომინაცია "ყველა დროის ლეგენდა"-ში გამარჯვებულისთვის განკუთვნილი პრიზი 11 ოქტომბერს, მონტე-კარლოში საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემა, რის შემდეგაც ლეგენდარული ბრაზილიელი ჩემპიონთა ხეივანზე ტერფის ანაბეჭდს დატოვებს.

Golden Foot-ის ძირითადი ნომინაცია კი მოქმედი ფეხბურთელებისთვისაა – სამაგალითო კარიერისთვის. პრემიის ოფიციალურ საიტზე ხმების მიცემის პროცედურა 8 ოქტომბრამდე გასტანს, თუმცა ფავორიტები უკვე გამოიკვეთნენ: დევიდ ბექჰემი (ინგლისი), რაიან გიგზი (უელსი), კარლეს პუიოლი
(ესპანეთი), რაული (ესპანეთი), ფრანჩესკო ტოტი (იტალია).

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა პრეტენდენტებს შორის ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), დიდიე დროგბა (კოტ დ"ივუარი), სამუელ ეტო"ო (კამერუნი), სტივენ ჯერარდი (ინგლისი) და კლარენს ზედორფი (ჰოლანდია) არიან.

აქვე Golden Foot-ის ყველა მფლობელის ვინაობასაც შეგახსენებთ:

2003 – რობერტო ბაჯო (იტალია) და ეუსებიო (პორტუგალია)
2004 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი) და ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა/ესპანეთი)
2005 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) და ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
2006 – რონალდო (ბრაზილია) და ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია)
2007 – ალესანდრო დელ პიერო (იტალია) და მარიო კემპესი (არგენტინა)
2008 – რობერტო კარლოსი (ბრაზილია) და ალდაირი (ბრაზილია)
2009 – რონალდინიუ (ბრაზილია) და ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული