დაჭრილთა შორის ობილალეც იყო, რომელმაც გასულ კვირაში AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაიჩივლა, ტოგოს ფეხბურთის ფედერაცია არანაირ დახმარებას არ მიწევსო. 25 წლის ფეხბურთელმა იანვარში მიღებული ჭრილობები დღემდე ვერ მოიშუშა, ხოლო
20:45 27-09-2010
ფიფა დაჭრილ ტოგოელს დაეხმარება
AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა პირობა დადო, რომ ტოგოს ნაკრების ყოფილ მეკარეს კოჯოვი დოჯი ობილალეს ფინანსურად დაეხმარება. ეს ახალგაზრდა კაცი ანგოლელი სეპარატისტების მსხვერპლთაგანია – ალბათ გახსოვთ, რომ იანვარში, აფრიკის ეროვნებათა თასის ტურნირზე მიმავალი ტოგოს ნაკრების ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ტოგოური დელეგაციის ორი წევრი და ავტობუსის მძღოლი დაიღუპა, ხოლო შვიდი ადამიანი სერიოზულად დაიჭრა.
დაჭრილთა შორის ობილალეც იყო, რომელმაც გასულ კვირაში AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაიჩივლა, ტოგოს ფეხბურთის ფედერაცია არანაირ დახმარებას არ მიწევსო. 25 წლის ფეხბურთელმა იანვარში მიღებული ჭრილობები დღემდე ვერ მოიშუშა, ხოლო
ფეხბურთში დაბრუნებაზე კი აღარც ფიქრობს. ობილალეს თქმით, მან ბლატერისგან წერილი მიიღო, რომლიდანაც შეიტყო, რომ ფიფას საქველმოქმედო ფონდიდან 25 ათას დოლარს მიიღებს. ტოგოელმა ჰოსპიტალში 7 თვე გაატარა და ფიფას მიერ გამოყოფილი თანხა სამი თვის საფასურის დაფარვისთვის იქნება საკმარისი.
დაჭრილთა შორის ობილალეც იყო, რომელმაც გასულ კვირაში AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაიჩივლა, ტოგოს ფეხბურთის ფედერაცია არანაირ დახმარებას არ მიწევსო. 25 წლის ფეხბურთელმა იანვარში მიღებული ჭრილობები დღემდე ვერ მოიშუშა, ხოლო
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული