ველინგტონი ლიკვიდაციას გადაურჩა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ერთადერთი პროფესიული საფეხბურთო კლუბი "ველინგტონ ფინიქსი" ლიკვიდაციას გადაურჩა - ავსტრალიის ლიგა A-ში მოასპარეზე კლუბმა სახელმწიფო სადაზღვევო კომაპნიას მოსაკრებლები გადაუხადა. სახელმწიფო კორპორაციამ დიდხანს ითმინა, მაგრამ როცა "ველინგტონის" დავალიანებამ 180 ათას დოლარს მიაღწია, დახმარებისთვის სასამართლოს მიმართა.

"ვწუხვარ, რომ ამ თანხის მიღებისთვის "ველინგტონისთვის" ლიკვიდაციის საფრთხით დამუქრება მოგვიხდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა", - თქვა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კეიტ მაკლიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული