როკე სანტა კრუსმა "ქუინზ პარკში" წასვლა არ გამორიცხა

AutoSharing Option
“მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა როკე სანტა კრუსმა არ გამორიცხა, რომ "ქუინზ პარკში" განაგრძოს კარიერა, გუნდში რომელსაც მარკ ჰიუზი წვრთნის.

უელსელის ხელმძღვანელობით ის ჯერ “ბლექბერნში" თამაშობდა, შემდეგ კი “სიტიშიც".

“ყველამ იცის, რომ მე და მარკ ჰიუზს კარგი ურთიერთობა გვაქვს. მისი მადლობელი ვარ იმ პერიოდისთვის, რაც ერთად გაგვიტარებია. იმედია, მას წარმატებული სეზონი ექნება.

შეიძლება თუ არა კიდევ ერთხელ გადავიდე მის გუნდში? რა გითხრათ, აბა? წინასწარ ეს არავინ იცის. აქამდე “ქუინზ პარკის" წარმომადგენლებთან არ მილაპარაკია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გუნდი ვიპოვო, სადაც რეგულარული სათამაშო
პრაქტიკა მექნება", - განაცხადა 29 წლის პარაგვაელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული