მარკევიჩი პოლიტიკაში მიდის

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა და ხარკოვის "მეტალისტის" ამჟამინდელმა თავკაცმა მირონ მარკევიჩმა პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა. პოლიტიკური პარტია "პორას" ლვოვის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე მირონ მარკევიჩი ვინიკის საქალაქო საბჭოს დეპუტატთა სიის პირველ ნომრად დასახელდა.

მირონ მარკევიჩი ლვოვის ოლქის ქალაქ ვინიკიშია დაბადებულ-გაზრდილი, მისი მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ. მარკევიჩმა ვინიკიში საფეხბურთო აკადემია დააარსა და ხსენებული პოლიტიკური ორგანიზაციის სიის პირველნომრობას დათანხმდა, თუმცა პარტია "პორას" წევრებში არ ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული