ბლატერის ინიციატივა – ონლაინ ტრანსფერები

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ინიციატივით, მალე შემუშავდება ახალი ონლაინ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთელების ტრანსფერებისა და კონტრაქტების რეგისტრირება მოხდება. ფიფამ ამ სიახლით კორუფციის დამარცხება გადაწყვიტა – ჩრდილოვანი საფეხბურთო ტრანსფერების წლიური ბრუნვა მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ეს არის ფეხბურთისთვის ისტორიული მომენტი. ახალი სისტემის გამოყენება აუცილებელი გახდება 150 ქვეყნის 3500 პროფესიული კლუბისთვის. ბოლო ათწლეული აგენტების მოღვაწეობას არ ვაკონტროლებდით და სავალალო შედეგიც მივიღეთ. საფეხბურთო კორუფციას დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებთ. კლუბებსა და კომპანიებს შორის უკანონო ჩარიცხვებების გაკონტროლებას შევძლებთ და ფიქტიური ფეხბურთელების ტრანსფერებსაც აღვკვეთავთ.

მონიტორინგის კონცეფცია საკმაოდ მარტივია.
მოთამაშის შეძენის შემდეგ მყიდველი ვალდებულია, ტრანსფერის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ინტერნეტში ჩატვირთოს. თითოეულ კლუბსა და აგენტს საიდენტიფიკაციო ნომერი ექნება. ყველა, ვინც ამ წესს დაარღვევს, მკაცრად დაჯარიმდება, ანაც წესის დამრღვევს ფეხბურთელების შეძენა აეკრძალება", - ამბობს ბლატერი.

"ონლაინ სისტემაში ფიფას მოყუება ვეღარ მოხერხდება. თუკი მყიდველი და გამყიდველი საჭირო საბუთებს ვერ წარადგენენ, ფეხბურთელი კლუბის გამოცვლას ვერ შეძლებს. ყველა გადასვლა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა განხორციელდეს. არ უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაციები, რომელიც ანდრეი არშავინის "არსენალში" გადასვლისას შეიქმნა. დამდეგი პარასკევიდან თითოეული კლუბი სისტემაში რეგისტრაციას გაივლის", - განაცხადა ფიფას იურიდიულმა დირექტორმა მარკო ვილინგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული