ლონდონი 2012. ფეხბურთი. ქალები. მეოთხედფინალი: იაპონია კვლავ საჩემპიონოდ თამაშობს

AutoSharing Option
შარშან, როცა იაპონელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მათი ტრიუმფი ყველამ დიდ სენსაციად შეაფასა, ახლა კი უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომავალი მზის ქვეყნელები საბოლოოდ დამკვიდრდნენ ქალთა ფეხბურთის ელიტაში და იმის შემდეგ, რასაც გუშინ მიაღწიეს, ოლიმპიური ოქროს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებადაც უნდა დავასახელოთ.

ბრაზილიამ წყვილში და საერთოდ, ქალთა ოლიმპიურ ტურნირში გამარჯვების ძალიან რეალურ პრეტენდენტად მიიჩნეოდა, მაგრამ 3 აგვისტოს პირწმინდად წააგო. ანგარიში სავსებით ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.

ამერიკელებმა ახალზელანდიელებს კანონზომიერად სძლიეს, ფრანგებმა კი შვედებთან დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და იმის მიუხედავად, რომ პირველი გოლი თავად
გაუშვეს, შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება შეძლეს.

მეოთხედფინალური ეტაპის ყველაზე დიდი სენსაცია კი ბოლო მატჩში დაფიქსირდა, სადაც მასპინძლებს არცთუ სახელიანი მეტოქე ჰყავდათ, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც ვერაფერი გააწყვეს და უფერული თამაშის ფონზე დამარცხდნენ.

ბრიტანელებმა ჯგუფური ეტაპი სამი გამარჯვებით დაასრულეს, კანადელებმა კი მეოთხედფინალის საგზური რის ვაივაგლახით, ჯგუფში მესამე ადგილით მოიპოვეს. თუმცა მთავარი ის იყო, ვინ ივარგებდა გადამწყვეტ სტადიაზე - პლეი ოფის პორველივე ეტაპი მასპინძელთათვის სავალალო გამოდგა.

6 აგვისტოს ნახევარფინალებია, პროგნოზებისგან კი თავი უნდა შევიკავოთ - ქალთა ტურნირს სენსაციები არ აკლია და ფავორიტების დასახელება არ ღირს.

შვედეთი-საფრანგეთი 1:2
გოლები: 1:0 ფიშერი (18), 1:1 ჟორჟი (29), 1:2 რენარი (39)

აშშ-ახალი ზელანდია 2:0
გოლები: 1:0 ვამბახი (27), 2:0 ლერუ 987)

ბრაზილია-იაპონია 0:2
გოლები: 0:1 ნაგასატო (27), 0:2 ონო (73)

დიდი ბრიტანეთი-კანადა 0:2
გოლები: 0:1 ფილინიო (12), 0:2 სინკლერი (26)

ნახევარფინალი
6 აგვისტო

საფრანგეთი-იაპონია
აშშ-კანადა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული