ბრიტანეთს ინგლისის სენი სჭირს - მორიგი მარცხი პენალტებში და ჩაშლილი სუპერნახევარფინალი

AutoSharing Option
გასაკვირი არაფერი მომხდარა - დიდი ბრიტანეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა უმრავლესობასაც ინგლისელები შეადგენენ, ტურნირს თერთმეტმეტრიანების სერიით გამოეთიშა.

ფაქტია, რომ მასპინძლებს, რომლებიც მატჩისშემდგომ პენალტებში პერმანენტულად მარცხდებიან, საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ, მაგრამ ყოჩაღმა სამხრეთკორეელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ვერ ვიტყვით, რომ ბრიტანელები ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მათ წყვილში გამარჯვებას ნამდვილად უწინასწარმეტყველებდნენ. საინტერესო პირველ ტაიმში მასპინძლებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და კორეელთა მიერ გატანილი გოლი მალევე გაქვითეს.

თუმცა სტიუარტ პირსის გუნდის უიღბლობაც სწორედ მაშინ დაიწყო - აარონ რემსიმ პენალტით ანგარიში
კი გაათანაბრა, მაგრამ ოთხიოდე წუთში უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვეღარ აღასრულა.

ძირითადი დროის მიწურულს საქმეში რაიან გიგზი ჩაერთო და თავისი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მაგრამ კორეელებმა ხუთივე პენალტი გაიტანეს, ბრიტანელები კი ამჯერად დანიელ სტარიჯმა დააღალატა და მასპინძლები უქმად დატოვა.

დაანონსებული ნახევარფინალი - ბრიტანეთი-ბრაზილია არ შედგა, მეოთხედფინალში ყველაზე იოლად იაპონიამ იმარჯვა, მექსიკამ კი, მართალია, დამატებით დროში, მაგრამ მაინც დამაჯერებლად შეძლო სენეგალის ძლევა.

მარცხის მიუხედავად, ჰონდურასმა მხოლოდ და მხოლოდ სიმპათიები დაიმსახურა. კონკაკაფელები ბრაზილიასთან დაპირისპირებაში ორჯერ დაწინაურდნენ - მეორედ მათ ეს კაცნაკლულებმა შეძლეს.

ამის მიუხედავად, სახელოვან მეტოქეს ბოლო წუთებამდე მაინც ვაჟკაცურად ებრძოდნენ და ოლიმპიადას ნიუკასლის "სენტ ჯეიმს პარკის" ფეხზე წამომდგარი პუბლიკის აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ.

ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი ევროპელთა გარეშე გრძელდება. ნახევარფინალში ორი წარმომადგენლით თავს აზიის კონტინენტი იწონებს, დარჩენილი მატჩები კი წინებზე არანაკლებ საინტერესო უნდა გამოდგეს.

ფავორიტი კვლავ ბრაზილიაა, მაგრამ მეოთხედფინალებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფავორიტის სტატუსი ოდენ პირობითია და ოლიმპიურ ტრიუმფს ნებისმიერი ნახევარფინალისტისგან უნდა ველოდოთ.

1/4-ფინალი
იაპონია-ეგვიპტე 3:0
იაპონია: გონდა, ტოკუნაგა, იოშიდა, ჰ. საკაი, სუზუკი, ოგიჰარა, ოცუ, იამაგუჩი, ნაგაი (19. საიტო), ჰიგაში (71. გ. საკაი), კიოტაკე (85. უსამი).
ეგვიპტე: ალ შენავი, ფათჰი, რამადანი, ჰეგაზი, სამირი, აბო ტრიკა, ჰასანი, ელ ნენი, აჰმედი (45. ელდინი), მოთეაბი (74. მოჰსენი), სალაჰი (58. გაბერი).
გოლები: 1:0 ნაგაი (14), 2:0 იოშიდა (78), 3:0 ოცუ (83)
გაფრთხილება: ტოკუნაგა - ელდინი
გაძევება: სამირი (41)
არბიტრი: მ. გეიგერი (აშშ)

მექსიკა-სენეგალი 4:2 (დ.დ.) 2:2
მექსიკა: კორონა, სალსიდო, ი. ხიმენესი, ჩავესი, მიერი, რეიესი, ფაბიანი (99. პონსე), აკინო (109. ერერა), ენრიკესი, პერალტა (106. რ. ხიმენესი), ჯოვანი დოს სანტოსი.
სენეგალი: ო. მანე, პ. გუეიე, სუარე, კუიატე, სისი (68. გუეიე), ბა, ზ. ტურე, დიამე (90. მბოჯი), კონატე, ს. მანე, იერო (59. ბალდე).
გოლები: 1:0 ენრიკესი (10), 2:0 აკინო (62), 2:1 კონატე (69), 2:2 ბალდე (76), 3:2 ჯოვანი დოს სანტოსი (98), 4:2 ერერა (109)
გაფრთხილება: ხიმენესი - სუარე, ბა, ტურე, იერო
არბიტრი: მ. კლატენბურგი (დიდი ბრიტანეთი)

ბრაზილია-ჰონდურასი 3:2
ბრაზილია: გაბრიელი, ტიაგო სილვა, მარსელო, რაფაელი, ოსკარი, ჟუანი, სანდრო (42. დანილო), რომულო, ჰალკი (66. ლუკასი), ნეიმარი, ლეანდრო დამიაო (89. პატო).
ჰონდურასი: მენდოსა, ფიგეროა, ლევერონი, კრისანტო, ველასკესი, მარტინესი, გარიდო (73. ლოპესი), ბენგტსონი (87. ლოსანო), ესპინოზა, ო. პერალტა (59. მეხია), ა. პერალტა.
გოლები: 0:1 მარტინესი (12), 1:1 ლეანდრო დამიაო (38), 1:2 ესპინოზა (48), 2:2 ნეიმარი (51. პენ.), 3:2 ლეანდრო დამიაო (60)
გაფრთხილება: მარსელო, სანდრო, რომულო, ლეანდრო დამიაო - ფიგეროა, კრისანტო, ველასკესი, ესპინოზა, პერალტა
გაძევება: კრისანტო (33), ესპინოზა (90)
არბიტრი: ფ. ბრიხი (გერმანია)

ბრიტანეთი-ს. კორეა 1:1 (პენ. 4:5)
დიდი ბრიტანეთი: ბატლენდი, რიჩარდსი (60. დოუსონი), ბერტრანი, ტეილორი, სოლკერი, სინკლერი (106. როსი), ალენი, რემსი, კლევერლი, ბელამი (85. გიგზი), სტარიჯი.
ს. კორეა: იუნგი (62. ბ. ლი), ჩ. კიმი (7. ოჰი), იუნი, ი. კიმი, ჰვანგი, კი, კუ, ნამი, ჯ. პარკი, ჯი (104. ბაეკი), ჩ. პარკი.
გოლები: 0:1 ჯი (29), 1:1 რემსი (36. პენ.)
პენალტების სერია: 1:0 რემსი, 1:1 კუ, 2:1 კლევერლი, 2:2 ბაეკი, 3:2 დოუსონი, 3:3 ჰვანგი, 4:3 გიგზი, 4:4 ჯ. პარკი, 4:4 სტარიჯი (მეკარე), 4:5 კი
გაფრთხილება: ალენი, სტარიჯი - ი. კიმი, კი
არბიტრი: ვ. როლდანი (კოლუმბია)

1/4-ფინალი
7 აგვისტო
მექსიკა-იაპონია
ს. კორეა-ბრაზილია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული