კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ წყვილის ფავორიტს ტოლი არაფერში დაუდეს და მასთან დაპირისპირებაში სამჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და ნახევარფინალურმა სტადიამ სენსაციების გარეშე ჩაიარა. კანადის ნაკრებმა კი დიდი სიმპათიები დაიმსახურა.
განსაკუთრებით, ცხადია, მისი კაპიტანი კრისტინ სინკლერი უნდა გამოვყოთ, რომელმაც გუშინ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
არანაკლებ უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა პირველ ნახევარფინალურ წყვილში. იაპონელებმა ფრანგებს
მთლიანობაში, უაღრესად დრამატული შეხვედრების ფონზე ფავორიტებმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს და ძალიან საინტერესო ფინალის მოლოდინში ვართ.
იაპონია-საფრანგეთი 2:1
იაპონია: ფუკუმოტო, კინგა, ივაშიმიცუ, კუმაგაი, სამეშიმა, საკაგუჩი (84. ტანაჯა), მიიამა, კავასუმი, სავა, ონო (74. ანდო), ოგიმი.
საფრანგეთი: ბუჰადი, რენარი, ჟორჟი, სუბეირანი (56. აბილი), ფრანკო, ბომპასტორი, დელიე, ტომისი, ნეციბი, ბუსალია, ტინეი (58. სომერი).
გოლები: 1:0 ოგიმი (32), 2:0 საკაგუჩი (49), 2:1 სომერი (76)
გაფრთხილება: რენარი
არბიტრი: კ. ალვარადო (მექსიკა)
აშშ-კანადა 4:3 დ.დ. (3:3 ძ.დ.)
აშშ: სოლო, რამპონი, ოჰარა, ლე პეილბე (76. ლე რუ), ლოიდი, ჩენეი (101. ორეილი), მორგანი, ვემბეჩი, პაპინო, ბუელერი (110. ზაუერბრუნი), ჰეტი.
კანადა: მაკლეოდი, მოსკატო, უილკინსონი, მეტისონი, სესელმანი, სკოტი, სინკლერი, შმიდტი, ტანკრედი, ფილინიო (67. კაილი), ნაულტი (101. სტიუარტი).
გოლები: 0:1 სინკლერი (22), 1:1 რაპინო (54), 1:2 სინკლერი (67), 2:2 რაპინო (70), 2:3 სინკლერი (73), 3:3 ვემბეჩი (80. პენ.), 4:3 მორგანი (120)
გაფრთხილება: სკოტი, ტანკრედი
არბიტრი: კ. პედერსენი (ნორვეგია)
9 აგვისტო
მე-3 ადგილისთვის
საფრანგეთი-კანადა
ფინალი
იაპონია-აშშ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"