მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ ვებ-გვერდს ჰაკერებმა შეუტიეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ ვებ-გვერდს 22 აგვისტოს, გვიან ღამით, ჰაკერებმა შეუტიეს.

საიტის გვერდზე თურქი რეფორმატორისა და სამხედრო მეთაურის, ქემალ ათათურქის გამოსახულება გაჩნდა, რომლის პორტრეტი რუსმა გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის დროს დაწვეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "სპარტაკმა" "ფენერბახჩეს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"დაუყოვნებლივ მოიხადეთ ბოდიში თურქი ერის წინაშე. ფიფა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ჩვენ ამას დაუსჯელად არ დავტოვებთ", - ეწერა სურათზე, რომელიც "სპარტაკის" საიტის მთავარ გვერდზე იყო.

აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო
ანანიძე ირიცხება, რომელსაც, სამწუხაროდ, "ფენერბახჩესთან" არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ერი გამოირჩევა რაღაც თავისებურებით, ეს ერი, სწორედ სხვა ერის უაღრესი უპატივცემლობით გამოარჩევა მსოფლიო ხალხთა შორის, თუმცა რა გასაკვირია, როცა საკუთარ ხალხსაც ასევე ეპყრობიან.
gizog
17:24 23-08-2012
0
ეს რა გაუკეთებიათ ამ არაააადამიანებს. ნუთუ არ ფიქრობენ, რომ მათ სტამბოლში ჯოჯოხეთი ელით.
qamai
16:51 23-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული