ფეხბურთელისა და მსახიობის პაემანი პორტუგალიის სამხრეთით, რონალდოს კუთვნილ ღამის კლუბ Seven-ში, პანამისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის შემდეგ შედგა.
30 წლის პერეირამ, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Playboy-ს ერთ-ერთი ნომრის გარეკანს ამშვენებდა, 27 წლის თავდამსხმელთან ერთად მთელი ღამე კლუბში გაატარა.
ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და თბილად საუბრობდნენ. კლუბი კრიშტიანომ და რიტამ ერთად დატოვეს.
რიტა
ოჯახთან დაახლოებულ პირთა ინფორმაციით, მარიას ურჩევნია, შეიკის ადგილზე პერეირა იხილოს.
26 წლის ირინა შეიკი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და სატელევიზიო დებიუტისთვის ემზადება. პოდიუმის ვარსკვლავმა პოპულარული პროექტის, "ტოპ-მოდელი რუსულად" წამყვანის როლი მოირგო.
www.ambebi.ge