ჰიბერნიანის მწვრთნელი მოხსნს

AutoSharing Option
"ჰიბერნიანმა" გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან გაანთვისუფლა მწვრთნელი ჯონ ჰიუზი. მიზეზი: ედინბურგის გუნდს მიმდინარე სეზონში ჯერ არ მოუგია, ხოლო ბოლო ტურში "სენტ ჯონსტონთან" 2:0 დამარცხებამ კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალა ავსო. "ჰიბსის" თავმჯდომარემ როდ პეტრიმ თქვა:

"ჯონი ჩვენს გუნდს თავდადებით და მუხლჩაუხრელად ემსახურა. ის, როგორც "ჰიბერნიანის" ყოფილი კაპიტანი და ფანი ყველაზე კარგად ხვდება, რომ ასეთ დროს ყველაფერს სიახლე, გადახალისება, ახალი სახე და ახალი მიდგომა თუ უშველის. ჩვენ მას მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, პატიოსნებისა და დიდი შრომისათვის".

თავად ჰიუზმა განაცხადა: "ჰიბერნიანში გატარებული ყოველი წუთი დაგემოვნებული
მაქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ და რომელსაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მე ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც გასულ სეზონში მივაღწიეთ. ჩემი წასვლის შემდეგ ვუსურვებ დირექტორატს, ფეხბურთელებსა და ფანებს დიდ წარმატებას".

მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, "ჰიბერნიანმა" ათი შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. რასაკვირველია, ათი თამაში ბევრი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს ედინბურგელებს მეტის მოთმენა აღარ შეეძლოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული