პოლ ლე გუენს აეკ-ში იწვევენ

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი საფეხბურთო სპეციალისტი პოლ ლე გუენი ბერძნული აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად სახელდება. ყოველ შემთხვევაში, ფრანგული სპორტული პრესის ლიდერი "ეკიპი" ირწმუნება, რომ ათენური კლუბის ხელმძღვანელები საფრანგეთს იმ მიზნით სტუმრობენ, რათა 46 წლის ლე გუენი გუნდის მწვრთნელობაზე დაითანხმონ.

შეგახსენებთ, რომ ლე გუენს სამ ფრანგულ კლუბში უმუშავია – "რენში", "ლიონსა" და "პარი სენ-ჟერმენში". მისი ხელმძღვანელობით ლიონელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგეს ხოლო პარიზულ კლუბთან ერთად პოლ ლე გუენმა საფრანგეთის ლიგის თასი მოიპოვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ეს სპეციალისთი კამერუნის ნაკრებს
თავკაცობდა.

რაც შეეხება აეკ-ს, ათიოდე დღის წინ ამ გუნდის სათავე სერბმა დუშან ბაევიჩმა დატოვა და მას შემდეგ ათენელებს დროებით ალბანელი ბლედარ კოლა წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული