ფიფა ინგლისს უახლოვდება

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მომავალ კვირაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს შეხვდება და მასთან ინგლისის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადს განიხილავს.

ამასობაში, ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა პოზიცია რადიკალურად შეიცვალა – თუკი ადრე ინგლისის განაცხადს სკეპტიკურად აფასებდა, ახლა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებსაც ამჟღავნებს.

"ვერ გამიგია, რატომ გვიმტკიცებენ ინგლისელები თავის შესაძლებლობებს ასეთი თავგამოდებით? – თქვა უორნერმა თავის მშობლიურ ტრინიდადსა და ტობაგოში ინგლისის განაცხადის ერთ-ერთ ელჩ დევიდ ბექჰემთან შეხვედრაზე, - არც ისაა მნიშვნელოვანი, რომ ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 44 წლის წინათ გაიმართა.
ჩემი აზრით, ამ ქვეყანას მუნდიალის მასპინძლობა ხვალვე შეუძლია. ამასთან, დღემდე ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს სწორედ ინგლისის პრემირელიგაში თამაშობენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული