ერთმანეთს სერბეთისა და მოლდოვას ნაკრებები ეთამაშებოდნენ. ერთ-ერთი კუთხურის დროს ახალგაზრდა სერბმა ფეხბურთელებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს.
კუთხურიდან ჩამოწოდებული დაბალი ბურთი ფეხებს შუა ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა გაიტარა, რომლის შემდეგ სერბების 10-მა ნომერმა ანდრია ჟირკოვიჩმა ბურთი კარის ბადეში გაახვია (იხილეთ ვიდეო).