ბლატერს კონკურენტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჩუნ მონ იუნმა განაცხადა, რომ 2011 წლის მაისში ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"აქამდე პრეზიდენტობაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მაგრამ ეტყობა ამის დროც მოვიდა. ასეთ ორგანიზაციაშუ ჯანსაღი კონკურენცია აუცილებლად უნდა არსებობდეს. თუმცა, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია", - თქვა სამხრეთკორეელმა საფეხბურთო ჩინოვნიკმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიფას ბოლო 12 წლის განმავლობაში შვეიცარიელი ზეპ ბლატერი თავკაცობს, ვინც ამ პოსტზე 1998 წელს ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული