შვარცერი – საუკეთესო ავსტრალიელი

AutoSharing Option
ავსტრალიის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისური "ფულემის" გოლკიპერი მარკ შვარცერი დასახელდა. საინტერესოა, რომ წლის ბოლომდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ შვარცერი კონკურენტებს იმდენად დიდი უპირატესობით უსწრებს, რომ ნოემბერ-დეკემბერს ამ გამოკითხვისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა დაეკარგა და გამარჯვებულიც ოქტომბერში გამოცხადდა.

მარკ შვარცერი 38 წლისაა და ავსტრალიის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ მეორედ მიიღო. ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ აღიარებული ავსტრალიელი "ფულემში" გადასვლამდე 11 სეზონის განმავლობაში "მიდლსბროს" კარს და ღირსებას იცავდა, ხოლო თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში შვარცერმა 80 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული