დევიდის და ვიქტორიას ოთხშაბათი ღამე

AutoSharing Option
მოდი, ყვითელ ფურცლებს გადავხედოთ: დევიდ ბექჰემი აშკარად იმსახურბს ამ ფურცლების ფერ ბარათს, მაგრამ მასჯი ინგლისელი ვეტერანის გაფრთხილებას რაღაც არ ჩქარობს - წერს "სანი" და აქვეყნებს ფოტოებს სადაც აღბეჭდილია, როგორც მასხარაობს "ლოს ანჯელეს გელექსის" 35 წლის ვარსკვლავი თავის 5 წლის ვაჟთან, კრუზთან. კრუზი დევიდისა და მისი სელებრითი მეუღლის ვიქტორია ბექჰემის მესამე ვაჟია. მისი და სახელგანთქმული მამის ღლაბუცისთვის "სანმა" ძალიან სცადა საფეხბურთო სარჩული დაედო, მაგრამ შორს ვერ წავიდა. ერთი ის დაწერა, დევიდი კრუზს აკრძალულ ილეთებს აჩვენებდაო.

ამასობაში კი, უფროსი ვაჟი, 11 წლის
ბრუკლინი მართლა ფეხბურთს თამაშობდა - კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში ბავშვთა შეჯიბრებაში მისმა გუნდმა... 5:0 წააგო.

თუმცა, საეჭვოა, ბრუკლინის გუნდის მარცხმა ბექჰემების ოჯახურ ბედნიერებას რამე დააკლოს. ცნობილი და მდიდარი ქმარი.. ცნობილი და მდიდარი ცოლი... სამი ვაჟი... წარმატება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. და რასაკვირველია, იდილიური ურთიერთობა მეუღლეებს შორის. როგორ აღწევენ დევიდი და ვიქტორია ამას? ამ კითხვაზე ჰოლანდიურმა გაზეთმა "ტელეგრააფმა" უპასუხა. ნიდერლანდელი ჟურნლისტები მეუღლეებს ლოს ანჯელესში შეხვდნენ და ინტერვიუ ჩამოართვეს. ამ შეხვედრისას ბექჰემებმა მათ უთხრეს, რომ თავიანთ 14 წლიან ურთიერთობას ძალიან უფრთხილდებიან და ცდილობენ მუდმივი სტიმული მოუძებნონ. რასაკვირველია, აქ სულიერ სტიმულზეა ლაპარაკი. დევიდმა თქვა:

"ჩვენ, 14 წელიწადია ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან 11 წელიწადი ცოლ-ქმარი ვართ. როგორ უნდა შეინარჩუნოთ ამდენი ხნის განმავლობაში დიდი სიყვარული? ამისათვის ერთმანეთის ინტერესების და სურვილების გათვალისწინებაა საჭირო. როდესაც ბავშვებს დავაძინებთ, ჩვენ რესტორანში მივდივართ. ცოტას ვჭამთ, ცოტას ვსვამთ და რაც მთავარია, ერთმანეთის კამპანიით ვიღებთ სიამოვნებას".

ვიქტორიამ დასძინა: "ჩვენ ძალიან გვიყვარს ღამით სადმე გასვლა და დროის ერთად გატარება. აბა, ისე ძალიან მოუცლელები ვართ. დევიდი სულ ფეხბურთით არის დაკავებული, მე კი ჩემი მოდების შექმნითა და დეფილეებით ვარ დაკავებული. თანაც, სამ შვილს ვზრდი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთისთვის დროის გამონახვა. საამისოდ ჩვენ ოთხშაბათი გვაქვს გამოყოფილი. რაც არ უნდა მოხდეს, ოთხშაბათი ჩემი და დევიდისაა".

ჰოლანდიურ ჟურნალში ამ პასუხის ამოკითხვაზე ინგლისურ პრესას მყისვე ირონიული რეაქცია ჰქონდა: ოთხშაბათობით? ჩემპიონთა ლიგის დღეს? რაღაც, ძალინ შეცვლილა დევიდი - ეწერა ზემოხსენებულ "სანში".

კიდევ, "პოშმა", ცხოვრებისადმი მისი და დევიდის დამოკიდებულება ასე დაახასიათა:

"ჩვენ იმ განწყობის ხალხი ვართ, რომელიც ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არ არის, ნახევრად სავსეა. ჩვენს ცხოვრებაში უარყოფითი განწყობისთვის ადგილი არ მოიძებნება. სიცოცხლის მოყვარული ბედნიერი ხალხი ვართ და შვილებიც ასეთ ადამიანებად გვეზრდებიან.

მერედა, ამგვარი ცხოვრებით უკვე ათწლეულებია ვცხოვრობთ და ვიცით რა როგორ ხდება. ამიტომაც არ ვღელვთ არაფერზე რასაც ჩვენს შესახებ ამბობენ. ჩვენ პროფესიონალები ვართ, რომლებიც სამაგალითო ადამიანების როლს ძალიან სერიოზულად ვუდგებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული