სანამ მიროსლავ კლოზე სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის, ყაზანის "რუბინი" მიუნხენის "ბაიერნისთვის" შესათავაზებელ ფულს ამზადებს. რუსეთის ჩემპიონებს 32 წლის გერმანელი ფორვარდის გადაბირება განუზრახავთ. რუსული პრესის ცნობით, "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს ბავარიელებთან უკვე წამოუწყია ამ თემაზე წინასწარი მოლაპარაკება.
შესაძლოა, დღეს ამ ტრანსფერის განხორციელება რეალურად არ მოსჩანდეს, მაგრამ ვინ იცის... მოსკოვის "დინამომ" ხომ სულ ცოტა ხნის წინ კლოზეს თანამემამულე კევინ კურანი გადაიბირა. კლოზე გერმანიის ნაკრებშია ეფექტური, თორემ გასულ სეზონში "ბაიერნის" ძირითადში ვეღარ ხვდებოდა და სულაც არაა გამორიცხული, უკვე