2012 წლის საუკეთესო მეკარის წოდებაზე ნომინანტები დასახელდნენ

AutoSharing Option
ფიფამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) ხუთი მეკარე დაასახელეს, რომლებიც მსოფლიოს 2012 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტები არიან.

ესენი არიან: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, "იუვენტუსი"), იკერ კასილიასი (ესპანეთი, "რეალი"), პეტრ ჩეხი (ჩეხეთი, "ჩელსი"), ჯო ჰარტი (ინგლისი, "მანჩესტერ სიტი"), მანუელ ნოიერი (გერმანია, "ბაიერნი").

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი წელია, ამ წოდებას მუდმივად კასილიასი ეუფლება.

ანალოგიური სიები, სადაც მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები იქნებიან, შესაბამისად, 22, 26 და 29 ნოემბერს გამოქვეყნდება.

მსოფლიოს 2012 წლის სიმბოლური ნაკრები 2013 წლის 7 იანვარს ციურიხში, "ოქროს ბურთის"
დაჯილდოების ცერემონიალზე გაცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული