ფიფას დაგეგმილი რევოლუცია სატრანსფერო ბაზარზე

AutoSharing Option
ლიონელ მესისთვის "ოქროს ბურთის" გადაცემის მეორე დღეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 2013 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზეპ ბლატერმა გასული კალენდარული წლის სტატისტიკური ანალიზი გააკეთა.

ფიფა ამავე სხდომაზე მთელ მსოფლიოს სატრანსფერო ბაზრის რეორგანიზაციას დაჰპირდა. პრეზიდენტის მოხსენებიდან, პირველ რიგში, ის შევიტყვეთ, რომ ფიფამ იაპონიაში გამართული საკლუბო ჩემპიონატის ტრანსლაციები 205 ქვეყანაში გაყიდა, რამაც მოსალოდნელზე მეტი შემოსავალი მოიტანა. კიდევ უფრო უხვ "მოსავალს" ელიან მიმდინარე წელს მაროკოში გასამართი საკლუბო ჩემპიონატისგან. აფრიკის კონტინენტზე ეს ტურნირი 11-დან 21 დეკემბრამდეა დაგეგმილი.

სტატისტიკიდან საინტერესოდ მოგვეჩვენა ტრანსფერების საერთო
რაოდენობა – 11 555. ყველაზე ხშირად ფეხბურთელები პორტუგალიის ჩემპიონატიდან ბრაზილიაში მიდიოდნენ სათამაშოდ.

ყველაზე დიდი მოთხოვნით მსოფლიოში სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელები სარგებლობდნენ. აგენტებისთვის გადახდილი წილი საერთო თანხის 28%-ს გაუტოლდა.

ბაზარზე წესრიგის დასამყარებლად გეგმის შემუშავებას ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჟაკ ანუმა უდგას სათავეში.

მისი თქმით, ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ტრანსფერებით დაინტერესებულ კლუბებს ფეხბურთელებზე ამომწურავი ინფორმაციის მოძიებაში და ამისთვის ცალკე საინფორმაციო ბაზა შეიქმნება. ანუმა შეგვპირდა, რომ ახალი პროგრამა ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს ამ ბაზარზე.

დაბოლოს, გეტყვით, რომ თითოეული კლუბი, ვისი წარმომადგენელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება, ფიფასგან ყოველი მათგანისთვის დღეში 2 850 აშშ დოლარის კომპენსაციას მიიღებს. 2010 წელს ეს თანხა თითქმის ორჯერ ნაკლებს, 1600 დოლარს შეადგენდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზეპ ბლატერი: ინგლისურ ფეხბურთს იდიოტები მართავენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული