ზეპ ბლატერმა დსთ-ს ჩემპიონატი აკრძალა

AutoSharing Option
სანკტ პეტერბურგში, "თანამეგობრობის თასზე" ვიზიტით მყოფმა ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც თქვა, რომ რუსების იდეას ფრთები ვერ შეესხმება.

დსთ-ს ჩემპიონატის ჩატარება, ბლატერის აზრით, ფიფას წესებს ეწინააღმდეგება, ამიტომაც შეუძლებელია.

"ფიფა არ არის დაინტერესებული ამ ტურნირით. ჩვენ კარგი აწყობილი სისტემა გვაქვს, სადაც კლუბებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება - კლუბები თავიანთ ასოციაციების ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატებში თამაშობენ, ჩემპიონატები უნდა ემთხვეოდეს ქვეყნების საზღვრებს - ეს ჩვენი ფუნდამენტური პრინციპია. დსთ-ს ჩემპიონატი არასწორი არჩევანია".

შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე საუბრები ნოემბერში დაიწყო, როცა ინიციატივით "გაზპრომის" შეფი
ალექსეი მილერი
("ზენიტის" სპონსორი) გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირა რამდენიმე რუსულმა კლუბმა, სომხეთისა და ბელარუსის ფედერაციებმა, იდეას ცუდად არც უკრაინაში შეხვედრიან. დეკემბერში შეჯიბრების ორგკომიტეტიც კი შეიქმნა, რომელსაც ვალერი გაზაევი ხელმძღვანელობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დსთ-ის ჩემპიონატის გამართვის იდეა უარყოფითად შეაფასა.

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავას კრემლის იდეა არ ხიბლავს: ჩვენს ჩემპიონატს მივხედოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული