მარკო მატერაცი: ბენიტესი "ინტერში" რომ მოვიდა, მოურინიოს პორტრეტებს დაერია

AutoSharing Option
მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ფრანგულ პრესასთან ინტერვიუში რაფაელ ბენიტესთან "ნერაძურიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

"ბენიტესი ჩემთვის იდეალური მწვრთნელი ნამდვილად არაა. მე რომ კლუბის პრეზიდენტი ვიყო, მას გუნდს არ ჩავაბარებდი.

კარგმა მწვრთნელებმა, მაგალითად, ლიპიმ ანდა მოურინიომ, იციან, როგორ მიიტანონ საკუთარი აზრები ფეხბურთელებამდე. ბენიტესმა კი, ადგა და ჩამოგვიწერა 10 თუ 12 პუნქტი, თითქოს მოძრაობისა თუ სკოლაში მოქცევის წესები ყოფილიყოს!

"ინტერის" ბაზაზე გუნდის ყველა დიდი მწვრთნელის ფოტოსურათი ეკიდა, მათ შორის - მოურინიოსიც. ბენიტ
ესმა გუნდში მოსვლისას ჟოზეს ყველა პორტრეტი ჩამოხსნა. ეს სუსტი ადამიანის საქციელს ჰგავდა",
- თქვა მატერაციმ.

იტალიელის ნათქვამს ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი დამრიგებელი უმალ გამოეხმაურა. აღშფოთებულმა ბენიტესმა მატერაცის მატყუარა უწოდა:

"მატერაცი ცრუობს. ის ნამდვილი მატყუარაა!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული