აფრიკის ერთა თასი: განას პირველი სამი ქულა

AutoSharing Option
განის ნაკრებმა, რომელსაც რამდენიმე ლიდერი აკლია (ანდრე აიუ, ჯორდან აიუ, კევინ პრინს ბოატენგი...), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან ორბურთიანი უპირატესობის განიავების შემდეგ, მეორე ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

განელებმა, ჯგუფში მთავარი კონკურენტი, მალის ნაკრები დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში გადაასწრეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე, “ესპანიოლის” ნახევარმცველმა ვაკასო მუბარაქმა პენალტით გაიტანა. მალის მთავარმა მწვრთნელმა, პატრის კარტერონმა, მეორე ტაიმში მოედანზე მოდიბო მაიგა და “მარსელის” ყოფილი ფორვარდი მამადუ სამასა გამოიყვანა, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერც ისინი დაეხმარნენ.

საბოლოოდ, მატჩი 1:0 დასრულდა, რამაც შესაძლოა მალის სერიოზული პრობლემები
შეუქმნას, რადგან ეს გუნდი ბოლო ტურში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ხვდება.

სამხრეთ აფრიკა 2013. II ტური.
B ჯგუფი

განა-მალი 1:0
გოლი: 1:0 ვაკასო (38-პენ).

ნიგერი-კონგოს დრ 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. განა 2 1 1 0 3-2 4
2. მალი 2 1 0 1 1-1 3
3. კონგოს დრ 2 0 2 0 2-2 2
4. ნიგერი 2 0 1 1 0-1 1

ბოლო ტური. 28 იანვარი 
ნიგერი-განა, კონგოს დრ-მალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: პირველი გოლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული