კაკა მადრიდის "რეალიდან" მახაჭყალის "ანჟიში" გადადის?

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რიკარდო კაკა უკვე უახლოეს საათებში შეიძლება გახდეს მახაჭყალის "ანჟის" წევრი.

30 წლის ვეტერანი ჟოზე მოურინიოს გუნდში მეორეხარისხოვან როლშია. ამიტომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი გუნდიდან წასვლა გადაწყდა.

ფინანსური შეუთანხმებლობის გამო კაკას "მილანში" დაბრუნება არ შედგა და აქ გამოჩნდა რუსული ვარიანტი.

კაკასთან მოლაპარაკებებს რობერტო კარლოსი ახორციელებს, რომელიც ეს დღეები მადრიდშია. შეგახსენებთ, რომ რობერტო კარლოსი "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და კაკას თანამემამულეა, ახლა კი ის "ანჟის" დირექტორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაკა და მ
არსელო "ვალენსიასთან" არ ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული