რობერტო კარლოსი: "ანჟი" მალე "რეალის" და "ბარსელონას" დონის გახდება

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" სპორტული დირექტორი რობერტო კარლოსი ამბობს, რომ დაღესტნურ კლუბს შეუძლია, მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" დონის გუნდი გახდეს.

ეს თამამი მოსაზრება ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მას მერე გააკეთა, რაც "ანჟი" მთელი შემადგენლობით "რეალი"-"ბარსელონას" თამაშს დაასწრო.

რობერტო კარლოსმა გაიხსენა, როგორ იშოვა 35 ბილეთი კლასიკოზე:

"დავურეკე ფლორენტინო პერესის ერთ-ერთ თანაშემწეს და ბილეთები ვთხოვე. ეს იყო ძალიან ადვილი. 40-50 ბილეთიც რომ მდომებოდა, მომცემდნენ, რადგან "რეალში" "ანჟის" ძალიან დიდ პატივს სცემენ.

როგორც კი მადრიდში ჩამოვდივარ, სულ მეკითხებიან, როგორი კლუბია "ანჟი", როგორ მიდის ჩვენი საქმეები, რა გვაქვს
გეგმაში. ეს ყველას აინტერესებს "რეალში".

ბოლო დღეებში ვესაუბრე მარსელოს, დანი ალვეშს, ადრიანოს, კაკას, ბენზემას, იოზილს - "ანჟის" შესახებ მათ ბევრი რამ იციან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს
კლუბს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მსოფლიო ფეხბურთის ისეთივე გრანდი, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონაა".

ასევე იხილეთ:
კაკა მადრიდის "რეალიდან" მახაჭყალის "ანჟიში" გადადის?
მკითხველის კომენტარები / 3 /
სსს
real madridista
17:55 26-06-2013
0
სწწწწ
real madridista
17:55 26-06-2013
0

სიახლეები პოპულარული