სამუელ ეტო’ო: ჩემი მოკვლა უნდათ!

AutoSharing Option
"ანჟის" ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

ფეხბურთელის მისამართით მუქარები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან თავისი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ორგანიზაციაში არსებულ კორუფციაზე ხმამაღლა ილაპარაკა.

"კფფ-ის ლიდერებს ჩემზე თავდასხმა აქვთ ჩაფიქრებული - მათ ჩემი მოკვლა სურთ!

ახლა პირად მცველებთან ერთად ვცხოვრობ, რომელთაგან ერთ-ერთს ჩემი საძინებლის გვერდითაც კი სძინავს.

ეს სნობიზმი არაა. ეს მხოლოდ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

ეგ კი არა, ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ყოფნისას საკვებსაც კი არ ვაკარებ პირს, რადგან მეშინია, მოწამლული არ იყოს",
- აქვეყნებს ეტო’ოს
ნათქვამს "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული