ცხადია, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (wada) სკანდალურ განცხადებას გულგრილად ვერ შეხვდებოდა. "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, ეს ორგანიზაცია საერთაშორისო საფეხბურთო გაერთიანებებს ურჩევს, ამ მოვლენასთან ბრძოლა რაც შეიძლება გაძლიერდეს.
13 თებერვალს wada-ს პრეზიდენტი ჯონ ფეიჰი და გენერალური დირექტორი დევიდ ჰოუმენი ფიფას ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდნენ.
იქამდე კი მათ ლონდონში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს.
ჯონ ფეიჰი: "მუდმივად არის
ფეხბურთში კი ესეც არ ხდება. შეიძლება, წელიწადი ისე გავიდეს, სპორტსმენმა სინჯი ერთხელაც არ ჩააბაროს. 2012 წელს ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში სულ 652 დოპინგტესტი ჩატარდა და აქედან მხოლოდ 95 ერითროპოიეტინზე.
ჩემი ღრმა რწმენით, საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქვია, როცა ტარდება ტესტი და ფეხბურთელი ამ უკანასკნელზე არ მოწმდება. ყველამ ვიცით, რომ ბიოლოგიური პასპორტი სერიოზული ინსტრუმენტია პრობლემასთან ბრძოლაში.
რატომ არ უნდა დავნერგოთ ის ფეხბურთში? ეს დოპინგთან ბრძოლას გააიოლებს. მეორე მხრივ, ისიც მესმის, რომ ამ ყველაფერს დამატებითი ფინანსები სჭირდება".
დევიდ ჰოუმენი: "აკრძალული პრეპარატების 99% ჩინეთში მზადდება არასათანადოდ გამართულ ლაბორატორიებში. მიღებულ პროდუქციას მწარმოებლები პლასტიკურ კაფსულებში ათავსებენ ან სხვაგვარად აფასოებენ და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ავრცელებენ.
მისი გაყიდვა, როგორც წესი, ქუჩაში ან სატრენაჟორო დარბაზებში ხდება. შავ ბაზარზე, პრაქტიკულად, ყველანაირი ფარმაცევტული პროდუქციის შოვნა შეიძლება და მას, ძირითადად, კრიმინალური სამყარო მფარველობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუდი და LSD დოპინგია: ყველაზე უცნაური დოპინგების სია