კოდექსის ახალ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ სპორტსმენის ტესტირება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ანტისადოპინგო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც შესაბამისი იურისდიქცია გააჩნია.
სადოპინგო კანონის პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, დისკვალიფიკაციის სტანდარტული ვადა ოთხი წელი იქნება, გარკვეული გამონაკლისების გარდა. ასე რომ, სასჯელის ვადა ორმაგდება. გართულდა სისტემა, რომლითაც სპორტსმენები ლამობენ თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცებასა და სანქციის შემცირებას (ეს
დოპინგსინჯები შეინახება არა რვა, არამედ ათი წლის განმავლობაში. მათი ხელმეორე შემოწმება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნება და სპორტსმენს, შესაძლოა, ძველი ცოდვები დიდი ხნის შემდეგ დაუმტკიცონ. გარდა ამისა, ანტისადოპინგო სააგენტოს შეუძლია, სხვა რომელიმე წესის დარღვევისთვის (მაგალითად, დოპინგის გავრცელება) 14 წლის განმავლობაში მოკითხოს პასუხი სპორტსმენს.
ლუდი და LSD დოპინგია
ამერიკულმა გამოცემამ Bleacher Report-მა შეადგინა ყველაზე უცნაური პრეპარატების რეიტინგი, რომელსაც სპორტსმენები დოპინგის სახით იყენებდნენ. დოპინგის უცნაური სახეობების სიაში შევიდა 10 პრეპარატი ან მათი მიღების მეთოდი. თითოეულ მათგანს ათბალიანი სისტემით მიანიჭეს "უცნაურობის დონე".
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ქალების მიერ სპორტსმენთა სპერმის შეძენამ. ქალბატონები ამით იმედოვნებენ, რომ ბავშვი, რომელიც ამ დონორიდან დაიბადება, თავად გახდება დიდი სპორტსმენი (ასეთი მშობლების შესახებ სიუჟეტი აჩვენეს ESPN-ის არხზე).
"უცნაურობის რეიტინგში" ცხრა ქულა მიიღო ირმის რქებისგან მიღებულმა სითხემ, რომელსაც იყენებდა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე რეი ლუისი. რვა ქულა დაიმსახურა ტამოკსიფენმა – ქალის მკერდის სიმსივნის სამკურნალო პრეპარატმა. მას ბეისბოლისტი მარლონ ბერდი იღებდა შედეგების გასაუმჯობესებლად.
შვიდი ქულით შეაფასეს ნარკოტიკი LSD. 1970 წელს ბაისბოლისტმა დოკ ელისმა მატჩის დღეს, დილით მიიღო ეს ნარკოტიკი, რადგან ეგონა, რომ საღამოს თამაში არ ჰქონდა. საბოლოოდ, ის შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის კარიერაში. ასევე შვიდი ქულა მიანიჭეს "გერმანულ პროცედურას" - ართრიტის დაშვებულ მკურნალობას ტრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის მეშვეობით, რაც ძალიან პოპულარულია ბოლო დროს ამერიკელ სპორტსმენებს შორის.
ხუთი ქულა მიიღო ბრომანტანმა - საბჭოთა სამხედრო ექიმების მიერ შემუშავებულმა სიმულატორმა, რომლის მიღების გამო ბევრი რუსი სპორტსმენი დასჯილა.
"უცნაურობის დონის" მიხედვით, სიაში შემდეგია ადერალი. ეს არის სიმულატორი, რომელსაც იყენებენ ყურადღების დეფიციტის სინდრომის სამკურნალოდ. ამ პრეპარატს ოთხი ქულა მიენიჭა, ისევე, როგორც, ასთმით დაავადებულებისთვის განკუთვნილ ინჰალატორს.
ორი ქულით შეაფასეს ლუდი. 1968 წლის ოლიმპიადაზე ეს სასმელი მიიღო შვედმა ხუთჭიდელმა ჰანს-გუნარ ლილენვალმა, რათა სროლის ტურნირის წინ ნერვები დაეწყნარებინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
9 ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა