მიზეზი ძირითადად შემთხვევებში გულის შეტევაა. ვიკიპედიაზე შესაბამის სტატისტიკასაც წავაწყდით, საიდანაც ირკვევა, რომ მარტო XXI საუკუნეში 28 ფეხბურთელია დაღუპული უშუალოდ თამაშების მიმდინარეობისას ან ვარჯიშის დროს. ყველაზე გახმაურებული შემთხვევებიდან კატალინ ჰალდანის (დინამო ბუქარესტი), სერგეი პერხუნის (ცსკა), მარკ ვივიენ ფოეს (კამერუნის ნაკრები), მიკლოშ ფეჰერის (ბენფიკა), ანტონიო პუერტას (სევილია), უგო კუნიასა (ლეირია) და პიერმარიო მოროზინის (ლივორნო) გახსენება შეიძლება.
ტრაგიკულმა შემთხვევებმა საფეხბურთო საზოგადოება შეაშფოთა. "ინდეპენდენტის" ცნობით, საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭო (IFAB), ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთის წესებში
სიკვდილიანობის გარდა სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს ფაბრის მუამბას თავს გადამხდარ ისტორიას, როცა "ბოლტონის" ფეხბურთელს ინფარქტი მატჩის მიმდინარეობისას დაემართა. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ექიმებმა დეფიბრილატორების დახმარებით შეძლეს ფეხბურთელის გადარჩენა, თუმცა მუამბას 23 წლისას მოუხდა საფეხბურთო კარიერის დასრულება. ვარაუდობენ, რომ მიკროჩიპი მაისურებზე ყელთან ახლოს დამაგრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფაბრის მუამბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა