საბოლოო გადაწყვეტილება სერბეთი-ინგლისის სკანდალურ მატჩზე

AutoSharing Option
2012 წლის 16 ოქტომბერს, სერბეთისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შორის გრანდიოზული ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო. გასული წლის 13 დეკემბერს უეფას სადისციპლინო კომისიამ დამნაშავეები სათანადოდ დასაჯა. სანქციები დაეკისრათ ინგლისელ ფეხბურთელებსაც. საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვეტილება უეფას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა. სარჩელი შეიტანა სერბულმა მხარემაც. საქმის განხილვა უკვე დასრულდა და უეფას სააპელაციო კომიტეტმა საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. მაშ ასე:

სერბეთის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის, ანდრეი მილუტინოვიჩის 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა. ამასთან, ფიფას სთხოვეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს. მას დათქმულ პერიოდში საფეხბურთო გუნდებთან საქმის
დაჭერა ეკრძალება.

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლა ნინკოვიჩი დისკვალიფიცირებულია 3 თამაშით უეფას ეგიდით გამართული შეხვედრებიდან.

სერბეთის ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინ გამართავს.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მოთხოვნა. კერძოდ: ინგლისის ნაკრების წევრ სტივენ კოლკერს მიეცა გაფრთხილება, რომ სამომავლოდ გაითვალისწინოს მის მიერ დაშვებული შეცდომა. განმეორების შემთხვევაში მას უმკაცრესი სანქცია ელის. ფეხბურთელი ვალდებულია, ერთი სამუშაო დღე დაუთმოს საფეხბურთო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. კონკრეტულ ინსტრუქციებს მას უეფას სადისციპლინო კომისია მოგვიანებით გაუგზავნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკანდალი: ინგლისი სერბეთის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული