მილიარდი გაზაევისგან: გაერთიანებული ჩემპიონატის მონაწილეებს ასტრონომიულ თანხებს სთავაზობენ

AutoSharing Option
რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული ჩემპიონატის მონაწილეები წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს მიიღებენ.

ამის შესახებ ამბობს ვალერი გაზაევი, რომელიც მომავალი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელია. ორგკომიტეტის ჩანაფიქრით, ლიგა ამ თანხას სპონსორებისგან, აგრეთვე, მატჩების ტელეტრანსლაციის უფლებების გაყიდვიდან მიიღებს.

ჩემპიონატის ბიუჯეტი 1.34 მილიარდი ევრო იქნება. "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, რომელიც გაერთიანებული პირველობის შექმნის ინიციატორად მიიჩნევა, ჟურნაისტებს განუცხადა, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდის შესაბამისი იქნება.

პირველი გაერთიანებული ჩემპიონატის გამართვა 2014-15 წლების სეზონში იგეგმება. პირველობისთვის იბრძოლებენ ცხრა რუსული და ცხრა უკრაინული კლუბი. 18 თებერვალს
გაიმართა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრემიერლიგის 14 კლუბისა და უკრაინის "ტავრიას" წარმომადგენლებმა.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით, უმაღლესი დივიზიონის საპრიზო ფონდი 800 მილიონი დოლარი იქნება. კიდევ 200 მილიონს პირველი დივიზიონის გუნდები მიიღებენ. ტურნირში მონაწილეობისთვის თითოეული გუნდი მიიღებს 22 მილიონ დოლარს, 370 ათას დოლარს გადაიხდიან თითო მატჩის მოგებისთვის, 120 ათასს - ფრისთვის. ჩემპიონი მიიღებს 92 მილიონ დოლარს, მეორეადგილოსანი - 74 მილიონს.

გაერთიანებული ჩემპიონატის შექმნის იდეა (თავდაპირველად ლაპარაკობდნენ დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონატზე) არაერთხელ გააკრიტიკეს. კერძოდ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ აუკრძალა თავის კლუბებს ტურნირში მონაწილეობა. დსთ-ის ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგი წავიდა ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზეპ ბლატერმა დსთ-ის ჩემპიონატი აკრძალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული