სკანდალი ოთხი წლის წინ გასკდა და მას შემდეგ ზვავივით მოგორავს. ამ ხნის განმავლობაში ბინძურ გარიგებებში ჩართული სულ უფრო მეტი ადამიანის ვინაობა ხდებოდა ცნობილი. მათ შორის ფიგურირებენ ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირებიც, ექსპრეზიდენტები ნან იუნი და ქსი იალონგი. სასამართლომ გასული წლის ივნისში ორივეს 10,5-10,5 წლით მიუსაჯა
ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ საბოლოო ჯამში 58 ადამიანი დასაჯა, მათ შორის 33 ადამიანს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მათგან უმრავლესობა "შანხაი შენხუასა" და "ტიანჯინ ტედასთან" არის დაკავშირებული. კლუბები 120 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.
ამას გარდა, ახალ სეზონს ისინი -6 ქულით დაიწყებენ. კლუბების წარმომადგენელთა გარდა, არიან ფედერაციის ფუნქციონერები, ნაკრების ფეხბურთელები (შენ ცი, ცი ჰუნი, ცზიან ცზინი, ლი მანი), მსაჯები (2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არბიტრ ლი ცზიუნს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა).
ნიკოლა ანელკასა და დიდიე დროგბას ყოფილ გუნდს 2003 წლის ჩემპიონის ტიტული უკვე ჩამოერთვა. საფეხბურთო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში ბრძოლა გარიგებულ თამაშებთან ამით არ დასრულებულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩაწყობილი თამაშები: როგორ მოქმედებს აზიური მაფია