იაია ტურე შეიძლება "ანჟიში" აღმოჩნდეს

AutoSharing Option
იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ კოტდივუარელი ფეხბურთელი მზად არის განიხილოს კარიერის რუსეთში გაგრძელების წინადადებები.

შეგახსენებთ, რომ ტურე "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაგრძელებას სთხოვდა. აფრიკელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ამას წინათ, სელიუკმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ტურე ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" დატოვებს.

"ფინანსური კუთხით, "ანჟის" მფლობელ სულეიმან კერიმოვს ნამდვილად შეუძლია იაია ტურეს გადაყვანა თავის კლუბში. იაიას ძალიან უყვარს რუსეთი, რუსულს კარგად ფლობს და მზადაა, რუსული ვარიანტებიც განიხილოს. რუსეთში იაიასთვის ყველაზე კარგი ვარიანტი "ანჟია". სულ არ მინდა, ის "ზენიტში" მოხვდეს, ხომ
ხედავთ, როგორ უჭირთ იქ ვიტსელსა და ჰალკს. "ანჟი" კი მეგობრული გუნდია. იაია შეიძლება გახდეს, ბოლო წლების ყველაზე დიდი შენაძენი რუსული ფეხბურთისთვის
", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტი": იაია ტურე შარს ეძებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული