ჟოზე მოურინიო: პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნა მსურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 50 წლის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მომავალში ძალიან სურს, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გაწვრთნას.

"არის ტიტულები, რომელთა მოპოვება კიდევ ერთხელ მსურს; მაგრამ უფრო მეტად მინდა
, ისეთი ტიტული მოვიპოვო, რომელიც არასოდეს მომიგია.

ეს ტიტულები იმიტომ არ მაქვს, რომ არასოდეს გამიწვრთნია ეროვნული გუნდი.

ვიმედოვნებ, რომ მომავალში მეც გავწვრთნი პორტუგალიის ნაკრებს, თუმცა ეს არ იქნება იოლი, რადგან პორტუგალიის ჩემპიონატში თითქმის არ დარჩნენ პორტუგალიელები"
, - განაცხადა მოურინიომ.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: სეტუბალი ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ნამდვილი ჟოზე ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული