ბრიტანელების წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ ლისაბონის "სპორტინგმა" შეძლო, რომელმაც შესანიშნავ შეხვერაში "ტოტენჰემს" სძლია. პორტუგალიელები 52-ე წუთისთვის 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო 10 წუთში საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. მიუხედავად დიდი უპირატესობის განიავებისა, სტუმრები ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ და დამატებით 30 წუთშე მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. "სპორტინგის" მხრიდან ბეტინიო გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ "სპორტინგს" ამ შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი
დიდ ინტერესს იწვევა "ჩელსის" და "იუვენტუსის" დაპირისპირება, რომელიც დიდი გუნდის მსგავსად, 1/4-ფინალამდე დაუმარცხებელი მოვიდა. ტურინელებმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით წააგეს. "არისტოკრატთა" მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა ისლამ ფერუზმა - შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის ანგარიშზე უკვე 6 გოლია და ის ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.
არ გაუტანია მეორე ლიდერს, ირლანდიელ მაიკლ დრენანს, მაგრამ მის ნაცვლად თავი მეორე ირლანდიელმა, გრემ ბურკმა გამოიჩინა, "ასტონ ვილამ" კი "ოლიმპიაკოსს" მოუგო და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.
1/4-ფინალის უკანასკნელი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და "არსენალმა" მოსკოვის ცსკა-ს მოუგო. შეხვედრის ერთადერთი ბურთი სერჟ გნაბრის ანგარიშზეა, რომელმაც ამ სეზონში "მეთოფეთა" ძირითად გუნდშიც ითამაშა.
საბოლოოდ, 1/2-ფინალში 3 ინგლისური და ერთი პორტუგალიური გუნდი გავიდა. მატჩები 29 და 30 მარტს გაიმართება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:
29 მარტი: ჩელსი–არსენალი
30 მარტი: ასტონ ვილა–სპორტინგი.
ჩელსი-იუვენტუსი 4:1
გოლები: 1:0 კივომია (11), 2:0 ბეიკერი (13), 2:1 რუგანი (72), 3:1 ფერუზი (83), 4:1 ბეიკერი (89).
ასტონ ვილა-ოლიმპიაკოსი 1:0
გოლი: 1:0 ბურკი (11).
ტოტენჰემი-სპორტინგი 3:5 დ.დ.
გოლები: 0:1 ბეტინიო (7), 1:1 ოდუვა (9), 1:2 ბეტინიო (18), 1:3 რუბენ სემედო (52), 2:3 დომბაქსი (81), 3:3 მაიკლ-პერსილი (90), 3:4 ალეშანდრე გედესი (96), 3:5 ატუდი (120).
არსენალი-ცსკა 1:0
გოლი: 1:0 გნაბრი (65).
ბომბარდირები: 6 – მაიკლ დრენანი (ასტონ ვილა), ისლამ ფერუზი (ჩელსი); 5 – კონორ კოადი (ლივერპული), შაკილ კულთირსტი (ტოტენჰემი), კარლოს მანე (სპორტინგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაიცანით მომავლის ჩემპიონთა ლიგა