კრიშტიანო რონალდო პრემია Golden Foot-ზეა წარდგენილი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, რომელსაც 28 წელი წელს შეუსრულდა, პრემია Golden Foot 2013-ის ნომინანტთა შორისაა.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ფეხბურთელებს ამ ჯილდოს კარიერაში დიდი მიღწევებისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აკუთვნებენ.

როგორც წესი, პრიზს 29 წლის და მეტი ასაკის მქონე ფეხბურთელები იღებენ, რონალდოს შემთხვევაში კი ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს.

Golden Foot 2013-ის კანდიდატთა სრული სია ასე გამოიყურება:

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), დევიდ ბექჰემი (პსჟ), იკერ კასილიასი, კრიშტიანო რონალდო (ორივე - რეალი), დიდიე დროგბა (გალათასარაი), სამუელ ეტო’ო (ანჟი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), ფრენკ ლემპარდი
(ჩელსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), დავიდ ტრეზეგე (რივერ პლეიტი).

თუკი პორტუგალიელს არ ჩავთვლით, ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ინიესტაა, რომელსაც 29 წელი 11 მაისს შეუსრულდება.

კანდიდატებისთვის ხმის მიცემა Golden Foot-ის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩს GoldenFoot 2012-ის ჯილდო გადაეცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული