აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ფეხბურთელებს ამ ჯილდოს კარიერაში დიდი მიღწევებისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აკუთვნებენ.
როგორც წესი, პრიზს 29 წლის და მეტი ასაკის მქონე ფეხბურთელები იღებენ, რონალდოს შემთხვევაში კი ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს.
Golden Foot 2013-ის კანდიდატთა სრული სია ასე გამოიყურება:
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), დევიდ ბექჰემი (პსჟ), იკერ კასილიასი, კრიშტიანო რონალდო (ორივე - რეალი), დიდიე დროგბა (გალათასარაი), სამუელ ეტო’ო (ანჟი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), ფრენკ ლემპარდი
თუკი პორტუგალიელს არ ჩავთვლით, ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ინიესტაა, რომელსაც 29 წელი 11 მაისს შეუსრულდება.
კანდიდატებისთვის ხმის მიცემა Golden Foot-ის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს.
ასევე იხილეთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩს GoldenFoot 2012-ის ჯილდო გადაეცა