"ოქროს ფეხის" პრემიის ლაურეატი მონაკოს სამთავროს "ჩემპიონთა ბულვარზე" თავისი "ფეხის ოქროს" ანაბეჭდს დატოვებს სამუდამოდ. ალბათ, არ უნდა იმას შეხსენება, რომ "ოქროს ფეხის" პრემიის მთავარი მეოხი მონაკოს პრინცი ალბერ II გახლავთ.
წლევანდელ ნომინანტთა შორის
სხვა ნომინანტები არიან: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 29), დავიდ ტრეზეგე (რივერ პლეიტი, 35), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, 34), სამუელ ეტოო (ანჟი, 31), იკერ კასილიასი (რეალი,31), მიროსლავ კლოზე (ლაციო, 34), ანდრეა პირლო (33), დიდიე დროგბა (გალათასარაი, 35), დევიდ ბექჰემი (პსჟ, 37).
როგორც ხედავთ, 10-დან 9 ნომინანტი ევროპულ კლუბში თამაშობს. აქედან 3 - ლა ლიგაში და 2 - "რეალში".
წლეულს პრემიას მე-11 გამარჯვებული ეყოლება. პირველი გამარჯვებული იყო რობერტო ბაჯო (2003) წელს, ბოლო კი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2012).
"ოქროს ფეხის" ყველა გამარჯვებული
2003 რობერტო ბაჯო ბრეშია
2004 პაველ ნედვედი იუვენტუსი
2005 ანდრეი შევჩენკო მილანი
2006 რონალდო რეალი
2007 ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსი
2008 რობერტო კარლოსი ფენერბაჰჩე
2009 რონალდინიო მილანი
2010 ფრანჩესკო ტოტი რომა
2011 რაიან გიგზი მან. იუნაიტედი
2012 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო პრემია Golden Foot-ზეა წარდგენილი