ერთი სიტყვით, „რეინჯერსის“ უდანაკარგო სვლას წერტილი დაესვა. არადა, „ინვერნესისთვის“ რომ მოეგო, ათიდან ათი მოგებით 112 წელიწადში საუკეთესო შედეგს დაამყარებდა. შოტლანდიის ჩემპიონის მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა აღიარა, რომ ინვერნესელები მათგან ქულის წაღებას იმსახურებდნენ.
„რასაკვირველია იმედგაცრუებულები ვართ – ბრძანა სმიტმა – თამაში კარგად კი დავიწყეთ, მაგრამ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ისეთ თამაშზე გადავედით, რომლითაც ვერ ვიამაყებთ. თავს არ ვიმართლებთ და არ ვწუწუნებთ. დღეს გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. სხვათაშორის, ცუდი შედეგის დაბრალება არც დაღლისთვის მსურს. შეიძლება ცუდად იმან იმოქმედა, რომ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე გავხსენით და ამის გამო მოვდუნდით“.
„სელტიკმა“ კი, როგორც მოგახსენეთ, სტუმრად „სენტ ჯონსტონს“ გადაურბინა. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა ნილ ლენონმა თქვა:
„ყველაფრით კმაყოფილი ვარ, გოლებით, იმით, რომ საკუთარი კარი დავიცავით და ზოგადად თამაშით. დღეს ჩვენთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.
„სელტიკის“ სამი გოლიდან ორი ჩრდილო ირლანდიელმა ნილ მაკგინმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მაკგინმა თქვა:
„მსაჯმა ყვითელი ბარათი ამომიღო, პირველი გოლის საზეიმოდ კარს უკან მაყურებელთან რატომ მივარდიო. მე ავუხსენი, რომ იქ საკუთარი ნებით კი არ მივსულვარ, ფეხბურთელები მიმაწვნენ და მიმარბენინეს, მაგრამ მას ბარათი უკვე ხელში ეჭირა და უკან ხომ არ ჩაიდებდა“.
შოტლანდია. პრემიერლიგა. X ტური
სენტ ჯონსტონი-სელტიკი 0:3
0:1 მაკგინი (2), 0:2 იზაგირე (41), 0:3 მაკგინი (89)
დანდი-ჰიბერნიანი 1:0
1:0 გუდვილი (87)
მოზერუელი-ჰემილტონი 0:1
0:1 ჰასელბაინკი (15)
რეინჯერსი-ინვერნესი 1:1
1:0 ედუ (11), 1:1 ოდიამბო (81)
სენტ მირენი-აბერდინი 2:1
1:0 მაკაუსლენდი (28), 1:1 მაკერდლი (57), 2:1 ტრენვერი (90)
ჰართსი-კილმარნოკი 0:3
0:1 რაიტი (45), 0:2 სემონი (80), 0:3 ერიომენკო (82)
1. რეინჯერსი 10 9 1 0 26:9 28
2. სელტიკი 10 9 0 1 22:7 27
3. მოზერუელი 10 5 1 4 14:12 16
4. ინვერნესი 10 4 3 3 14:10 15
5. ჰართსი 10 4 2 4 14:13 14
6. დანდი 10 4 2 4 11:16 14
7. სტ ჯონსტონი 10 3 2 5 9:13 11
8. აბერდინი 10 3 1 6 14:15 10
9. კილმარნოკი 10 3 1 6 13:14 10
10. ჰემილტონი 10 2 3 5 10:20 9
11. ჰიბერნიანი 10 2 2 6 10:18 8
12. სტ მირენი 10 2 2 6 10:20 8
ბომბარდირები: 13 - მილერი (რეინჯერსი); 6 – გუდვილი (დანდი); 5 - რუნი (ინვერნესი); 4 – ბლექმენი (მოზერუელი), ელიოტი (ჰართსი), ჰერტლი (აბერდინი), ჰუპერი (სელტიკი), მელოუნი (სელტიკი), ნეისმიტი (რეინჯერსი), ოდჰიამბო (ინვერნესი), სკაცელი (ჰართსი), ვერნონი (აბერდინი);
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"