შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო 18 აპრილს ფიფას ყოფილმა ბოსმა და დიდმა რეფორმატორმა ჟოაო აველანჟმა საპატიო პრეზიდენტის თანამდებობაზეც კი უარი თქვა. გამოძიება ამ საქმეზე აველანჟსა და მის ყოფილ სიძეს, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ასევე ყოფილ
ბუნებრივია, რაკი ბლატერი აველანჟის ხანაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, გამოძიება მისი როლითაც დაინტერესდა. ზემოხსენებულთა გარდა, საქმეში ფიგურირებდნენ სამხრეთი ამერიკის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას ლეოსი და აფრიკის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ისა ჰაიატუ.
მოხსენების წაკითხვის შემდეგ ბლატერმა ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური განცხადება გააკეთა:
"ეთიკის კომისიის დასკვნას გავეცანი, სადაც ლაპარაკია კომპანია ISL-ის საქმეზე. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო ჰერ ეკერტისგან იმის მოსმენა, რომ კომიტეტმა გამოძიება დახურულად გამოაცხადა და რომ საფეხბურთო ჩინოვნიკების წინააღმდეგ საქმეები შეწყვიტა. დასკვნაში წერია ისიც, რომ პრეზიდენტი ბლატერის არც ერთი მოქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც რაიმე ეთიკური ნორმის დარღვევა. ეჭვი არ მეპარება, რომ ფიფა ჩემი რეფორმების წყალობით ახლა უკვე ფლობს საჭირო მექანიზმებსა და საშუალებებს, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი სკანდალი, რაც ორგანიზაციის ავტორიტეტს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზეპ ბლატერი: უნდა ეს პლატინის თუ არა, ფეხბურთში ტექნოლოგიები დამკვიდრდება