აზერბაიჯანი მზადაა, ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს

AutoSharing Option
აზერბაიჯანი მზადაა, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი გახდეს, - განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჩინგიზ გუსეინზადემ.

მისი თქმით, ევროპელი საფეხბურთო ჩინოვნიკების გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა, როგორც ერთ ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს.

22 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბაქოში ჩატარების კანდიდატურაზე შესაბამისი ღონისძიებების გამართვის განკარგულება გასცა.

განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციას დავალებული აქვს, უეფას ყველა პროცედურული წესის შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადი და ასევე, ამასთან დაკავშირებით
ყველა საორგანიზაციო სამუშაო დაიწყოს.

"ყველაფერი უეფას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა უფრო ადვილია, ვიდრე ევროპული ოლიმპიური თამაშების მიღება. მას შემდეგ, რაც ჩვენთან 2015 წელს ევროპული ოლიმპიური თამაშები გაიმართება, აზერბაიჯანი ნებისმიერი ღონისძიების ჩატარებას შეძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის საკმარისია ოთხი სტადიონი, მაქსიმუმ, რვა. საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანის სხვა
დასხვა ქალაქში მდებარე სტადიონებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებათ და ასევე, აშენდება ახალი.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება უეფას გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვართ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტები",
- განაცხადა ჩინგიზ გუსეინზადემ.

შეგახსენებთ, რომ ადრე იყო საუბარი, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად შეიტანდნენ განაცხადს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე.

მომზადებულია "ინტერფაქსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერტი ამატი კარგებიც
0

სიახლეები პოპულარული