ნაცნობი ფინალი, ამჯერად ახალგაზრდებში: ესპანეთი VS იტალია

AutoSharing Option
ისრაელში სრულდება ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდელთა შორის. გაირკვა ფინალისტთა ვინაობა - 18 ივნისს იერუსალიმში ერთმანეთს ესპანეთის და იტალიის ნაკრებები შეხვდებიან.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა ნორვეგია. გოლები როდრიგომ, ისკომ და ალვარო მორატამ გაიტანეს.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიამ ფაბიო ბორინის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა ჰოლანდიის ნაკრები.

ბომბარდირთა დავაში 4 გოლით მადრიდის "რეალის" ფორვარდი ალვარო მორატა ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ზეც (დიდებში) ფინალში ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები გავიდნენ.

ასევე იხილეთ:
ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია

მკითხველის კომენტარები / 1 /
1980 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რამაზ შენგელია იყო ბომბარდირი. :)
http://www.uefa.com/under21/season=1980/index.html
Georgi
01:07 17-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული